пятница, 2 июня 2017 г.

ანბანთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება

 2017 წლის 24 მაისს სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის N 11 საჯარო სკოლის I კლასის პედაგოგის (ირინა ფუტკარაძე) ინციატივით ჩატარდა ღონისძიება „დედაენავ ნახვამდის“.

   ღონისძიება იყო სახალისო, მრავალფეროვანი და საინტერესო. მოსწავლეებმა ლექსებით, სიმღერებითა და ქართული ცეკვით მოეფერენ დედაენასა და იაკობ გოგებაშვილს, ასევე გააცოცხლეს სხვადასხვა მოთხრობები: ცრუ, ყველაზე ყოჩაღი ... 

   ღონისძიებას ესწრებოდნენ : სკოლის დირექტორი მანანა მიქელაძე, პედაგოგები და მშობლები.

    ბოლოს სკოლის დირექტორმა მიულოცა პატარებს სასწავლო წლის დასრულება და მოსწავლეებს გადასცა სიგელები.













Комментариев нет:

Отправить комментарий